სამედიცინო ტურიზმი - გერმანია

Warum Deutschland?

გერმანიაში მკურნალობა, გერმანული მედიცინის უმაღლესი ხარისხით სარგებლობის სურვილი გერმანიაში ყოველწლიურად  ათიათასობით პაციენტს იზიდავს.

გერმანიის, განსაკუთრებით კი მიუნხენისა და ბავარიის კლინიკები და საავადმყოფოები ფართოდაა ცნობილი გერმანიის საზღვრებს გარეთაც. გერმანიაში გამოიყენება მკურნალობისა და პრევენციის უახლესი მეთოდები, რომლებიც შექმნეს და განავითარეს წამყვანმა მეცნიერებმა და ექიმებმა. 

გერმანული მედიცინის წარმატებებს ჯანდაცვის სისტემაში, სამედიცინო კვლევასა და განვითარებაში, სამედიცინო აპარატურაში განხორციელებული     უდიდესი ინვესტიციები განსაზღვრავს.

გერმანიაში თქვენ გეძლევათ ქვეყნის უდედესი მონაპოვარით – უმაღლესი ხარისხის მედიცინით და მაღალკვალიფიციური ექიმების მომსახურებით სარგებლობის საშუალება. მიუნხენი და ბავარია წამყვანი კლინიკების, მედიცინის უმაღლესი ხარისხის, და საუკეთესო სპეციალისტების გამო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამკურნალო ცენტრს წარმოადგენს.

გერმანული მედიცინის, სამედიცინო კვლევების, აპარატურისა და გერმანელი ექიმების პროფესიონალიზმის კომბინაცია თქვენ მსოფლიო მასშტაბით წამყვანი, უმაღლესი ხარისხის მკურნალობის საშუალებას გაძლევთ.

გავრცელებულია აზრი, რომ გერმანიაში მკურნალობა ძვირი ჯდება. სინამდვილეში კი ფასები პაციენტზე ოპტიმალურადაა მორგებული.

მიუნხენისა და ბავარიის ცხოვრების ხარისხი (ტბები, მთები, სათხილამურო ტრასები), სტუმართათვის დიდ უპირატესობას წარმოადგენს. მიუნხენის აეროპორტთან კარგი კავშირი ამარტივებს გერმანიაში მგზავრობას და ზოგავს თქვენს ფულს.