მკურნალობა გერმანიაში - საორგანიზაციო საკითხები

Organisation und Planung von krankheitsbedingten Auslandsreisen

Bridge to Germany გთავაზობთ გერმანიაში  მკურნალობის, დიაგნოსტიკის, რეაბილიტაციის და პრევენციული ღონისძიებების სრულ ორგანიზებას.

გერმანიაში მკურნალობის  ორგანიზებასთან ერთად, ჩვენ ასევე კონსულტაციებს ვუწევთ ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებსაც პრევენციის (მძიმე დაავადებების თავიდან აცილების) მიზნით გერმანიაში რეგულარული ან პერიოდული გამოკვლევების ჩატარების სურვილი აქვთ.

ჩვენი დახმარებით საშუალება გეძლევათ ისარგებლოთ პროფესიული სერვისით, წამყვანი კლინიკებით და პროფესორებით გერმანიაში, მსოფლიო მაშტაბის სამედიცინო დაზღვევით, დაზოგოთ დრო და ხარჯები.

გერმანიაში გამგზავრებამდე

გერმანიაში გამგზავრებამდე მოგაწვდით ინფორმაციას კლინიკების, ექიმების, ფასებისა და სავარაუდო სამკურნალო ღონისძიებების შესახებ პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ჩვენ დაგეხმარებით სავიზო განაცხადის გაკეთებასა და სხვა ფორმალობების მოგვარებაში.

გერმანიაში ჩამოსვლის შემდეგ ვიზრუნებთ თქვენს კომფორტზე და უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი გერმანიაში ყოფნა იყოს მაქსიმალურად შედეგიანი და სასიამოვნო. 

ბავშვთა მკურნალობა გერმანიაში

ჩვენ ასევე  დიდი მზრუნველობით ვუდგებით გერმანიაში ბავშვების მკურნალობის  ორგანიზების საკითხს:

ჩვენს პატარა პაციენტებს ვთავაზობთ ბავშვებისათვის ხელსაყრელ გარემოს, საბავშვო კლინიკებს, რომლებიც სპეციალურად პატარების მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზეა მორგებული.

ჩვენ გვაქვს კონტაქტი ქირურგებთან და ანესთეზიოლოგებთან, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ბავშვებზე და მათ განსაკუთრებულ მოთხოვნებზე.

საშუალებას გაძლევთ დაიქირაოთ ჩვენს მიერ დიდი რუდუნებით შერჩეული ძიძა, რომელიც მშობლიურ ენაზე ესაუბრება თქვენს პატარას და იზრუნებს მასზე.

ზოგადი პროფილაქტიკური გამოკვლევა

დაავადებების მკურნალობის პარალელურად Bridge to Germany გთავაზობთ გერმანიაში პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარებას.

აღნიშნული მომსახურება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სერვისს წარმოადგენს! იგი რეკომენდირებულია ასევე ჯანმრთელი ადამიანებისთვის, ნებისმიერ ასაკში და განსაკუთრებით 30 წლის ზემოთ.

დაწვრილებით იხილეთ პრევენციული ღონისძიებები გერმანიაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დროული პრევენციული (პროფილაქტიკური) გამოკვლევები ჯანმრთელობის შენარჩუნების წინაპირობაა.

ასევე შესაძლებელია მეორადი დიაგნოზის დასმა გერმენიაში ჩამოსვლის გარეშე. გერმანელი ექიმები განიხილავენ თქვენს მიმდინარე დიაგნოზს, და შესაბამის დამატებით ინფორმაციას, დაგისვავენ დიაგნოზს და შეგიდგენენ მკურნალობის გეგმას. დანიშნულ მედიკამენტებს მოგაწვდით ფოსტის საშუალებით.

მოკლე მიმოხილვა:

სამედიცინო მენეჯმენტი:

  • გერმანიაში მკურნალობის, დიაგნოსტიკის, რეაბილიტაციის პროფესიული ორგანიზება გერმანიის წამყვან კლინიკებში.
  • პროფილაქტიკური გამოკვლევები ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით.
  • მსოფლიო მაშტაბით მოქმედი სამედიცინო დაზღვევა
  • მედიკამენტების ტრანსფერი გერმანიიდან

დამატებითი მომსახურება:

  • თარჯიმანის გიდის მომსახურება გერმანიაში
  • ტურისტული და კულტურული ღონისძიებები პაციენტებისა და მათ თანმხლებ პირთათვის
  • დამატებითი სერვისი სურვილის მიხედვით (მძღოლი, ძიძა, სხვა დამხმარე პერსონალი)